Статья 131. საბაჟო ვალდებულების განსაზღვრა
1. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებულ საქონელზე: ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით; ბ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება ამ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.
2. თუ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დარღვევისათვის ან თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმპორტის გადასახდელების თანხა ამავე კოდექსის მე-200 მუხლით გათვალისწინებული დროიდან განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაანგარიშებულ თანხასა და ამავე კოდექსის 130-ე მუხლით გადახდილი იმპორტის გადასახდელების თანხას შორის სხვაობით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
