Статья 132. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას ამ რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით და ასეთ საბაჟო ღირებულებაზე ამ კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა.
