Статья 134. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების შეზღუდვის პირობები
1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ: ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი საბაჟო გადასახადის დაბრუნებას ან ჩათვლას; ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში იყო გაშვებული და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისაგან გამონაკლისს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
