Статья 148. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება
1. გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია. გადამუშავებული პროდუქტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას შეიძლება იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით თავისუფალ მიმოქცევაში მოაქციოს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია.
