Статья 138. გამოსავლიანობის ნორმა და მისი გაანგარიშების მეთოდის განსაზღვრა
1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის დეკლარანტი საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას საბაჟო ორგანო ითვალისწინებს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, საბაჟო ლაბორატორიების) დასკვნებს, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.
3. თუ საქონლის გადამუშავების ოპერაციას აქვს მუდმივი მახასიათებლები და იგი ხორციელდება განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით, რომლის შედეგადაც იწარმოება იმავე ხარისხის გადამუშავების პროდუქტი, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოები საბაჟო მიზნებიდან გამომდინარე ადგენენ გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის სტანდარტულ ნორმებს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
