1.საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარანტმა ან/და ამ კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა და საბაჟო ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისათვის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად სათანადო დახმარების გაწევა.
