Статья 166. საქონლის რეექსპორტი
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია.
4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკურ გარიგებას და ამ მიზეზით იგი უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია რეექსპორტირებულ იქნეს, თუ იგი: ა) არ გამოიყენებოდა და მისი გადამუშავება არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გამოყენება დაკავშირებული იყო დეფექტის ან სხვა გარემოებების აღმოჩენასთან, რამაც გამოიწვია საქონლის დაბრუნება; ბ) შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს საბაჟო ორგანოს მიერ; გ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში გატანილ იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.
6. საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
