Статья 202. საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშებისა და მათი გადახდის წესი
1. დეკლარანტი დაბეგვრის ობიექტის, გადასახდელის განაკვეთისა და შეღავათების გათვალისწინებით დამოუკიდებლად გამოიანგარიშებს გადასახდელ საბაჟო გადასახდელის თანხას, თუ საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადასახდელი საბაჟო გადასახდელის თანხის გამოანგარიშების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საბაჟო ორგანოს ან სხვა ვალდებულ პირს.
3. საბაჟო გადასახდელები გამოიანგარიშება შესაბამისი გადასახდელებისათვის საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება საბაჟო პროცედურების შესრულებისას საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის ან შეტყობინების საფუძველზე, ხოლო გადახდილი საბაჟო გადასახდელის თანხა საბაჟო პროცედურების შესრულებისას ან საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ აისახება ბიუჯეტის ანგარიშზე.
5. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საბანკო დაწესებულებების არარსებობის შემთხვევაში დეკლარანტ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საბაჟო გადასახდელები გადაიხადოს საბაჟო ორგანოს სალაროში მკაცრი აღრიცხვის ქვითრის სავალდებულო გამოწერით.
6. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება/დავალიანება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული ფორმით. ასეთ შემთხვევაში შესრულებული საბაჟო ვალდებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
