Статья 201. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილი
1. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმ ადგილას, სადაც ხორციელდება საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებული მოქმედებები.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადგილის დადგენა შეუძლებელია, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ადგილი.
3. თუ საქონელი მოქცეულია საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც საქონელი მოექცა საბაჟო რეჟიმში. თავი XXVIII საბაჟო ვალდებულების შესრულება
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
