საბაჟო ორგანოსათვის ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა პირი ახორციელებს ზოგად დეკლარირებას. მუხლი 50. ზოგადი დეკლარირების ფორმები და მისი წარმდგენი პირი 1. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და განხორციელებისათვის, საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის.
