Статья 48. ოპერაციები საბაჟო ორგანოში წარდგენილ საქონელზე
Редакция №15 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდგომ საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევის მიზნით საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და მისი ანალიზი ან გამოკვლევა. წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. ნიმუშის ან/და სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. თავი IX ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის გადმოტვირთვა
