Статья 9. საბაჟო გადაწყვეტილება
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას საბაჟო ორგანო საკუთარი ინიციატივით ან პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი ან ზეპირი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს საბაჟო გადაწყვეტილებას.
2. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიღებული უნდა იქნეს წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. წერილობით საბაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი; ბ) გადაწყვეტილების სახელწოდება, ნომერი და მიღების თარიღი; გ) იმ პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი), რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება; დ) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აქტის ნორმებზე მითითებით; ე) გადაწყვეტილების შინაარსი; ვ) საბაჟო სანქციები, რომლებიც გამოიყენება ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში; ზ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; თ) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.
4. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 9 1 . წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება 1. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახური იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
3. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება მოქმედებს მიღებიდან (გამოცემიდან) ერთი წლის განმავლობაში, თუ არ მოხდა მისი ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება ან არარად აღიარება.
4. წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
