Статья 94. საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება
1. დეკლარანტი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ: ა) ამას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახდელის განაკვეთი შემცირდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საქონლის გაშვებისა; გ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო ორგანოში იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რაც ითვალისწინებს საბაჟო გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და საბაჟო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დებულება არ გამოიყენება, თუ საქონლის გაშვება არ განხორციელებულა მხოლოდ დეკლარანტის მიზეზით ან მისი უმოქმედობის გამო.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
