„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 33. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება
1. კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არაუმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევაში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით ან ვალდებულების შეუსრულებლობით.
3. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დანიშნული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის არა უმეტეს 50%-ის დაკავება. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. თავი XI. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაფინანსების წყარო
