Статья 12. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) გრანტები; დ) შემოწირულებები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას და მისი ფუნქციების შესრულებას. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
