ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Статья 26^4. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
1. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .
2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .
3. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .
4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში − შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისთვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.
6. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .
7. (ამოღებულია - 20.07.2018, №3218) .
8. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, რომელსაც მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიმართვის საფუძველზე გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
