Статья 3. სახელმწიფო კონტროლის მიზნებისა და მექანიზმების განსაზღვრა
1. სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დადგენილი ნორმების/წესების შესრულების უზრუნველყოფა.
2. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულების ხელშეწყობით, რეგულირების ობიექტის ინფორმირებისა და სხვა ხელშემწყობი პირობების შექმნის გზით; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის განხორციელებით; გ) ინსპექტირების განხორციელებით; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული ზომების გატარებით; ე) რეგულირების ობიექტის საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას დადგენილი წესით უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოებში გადაცემით.
