Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ინსპექტირების პროცესში მონაწილეობენ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები, საჭიროების შემთხვევაში – სხვა პირები (მათ შორის, რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე), შემოწმებას ასევე ესწრებიან შესამოწმებელი რეგულირების ობიექტის წარმომადგენლები.
2.რეგულირების ობიექტი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში და ასევე მის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება ობიექტის ინსპექტირების პროცესში.
3.რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის უარი ინსპექტირების პროცესში მისი მონაწილეობის მიღების თაობაზე ან მისი ადგილზე არყოფნა არ აჩერებს ინსპექტირების მოქმედებების განხორციელებას.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
5.ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების, დასკვნების შემუშავების, ლაბორატორიული სინჯების აღების, შესაბამისი გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების მიზნით შესაძლებელია მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები ან ექსპერტები.
6.საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია მოწვეული იქნეს სპეციალისტები/ექსპერტები (მათ შორის უცხოელი), ისეთი საკითხების შესასწავლად, რომლებიც სპეციალურ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.