რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Статья 55. ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში
შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის საკითხებზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს: ა) შეამოწმოს შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული ობიექტი ან მისი ცალკეული ნაგებობა; ბ) შეამოწმოს ბირთვული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული დანადგარები ან/და საქმიანობა; გ) განახორციელოს არსებული ბირთვული მასალის ვერიფიკაცია; დ) ჩაატაროს გაზომვები და აიღოს სინჯები შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული დანადგარის, ობიექტის ან მისი ცალკეული ნაგებობის ნებისმიერი ადგილიდან.
