სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Статья 39. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
Темы:Оборонные закупки
ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემის წესებს და საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
