1.საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან ყველანაირად დაეხმარონ სადაზვერვო დაწესებულებებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებას შეიძლება მიენიჭოს საიდუმლოობის გრიფი.
2.საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) თანამშრომლობენ სადაზვერვო დაწესებულებებთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2022 წლის 7 სექტემბრის კანონი №1724 – ვებგვერდი, 21.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №761 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი III. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან
