სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Статья 41^5. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები
ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვაში. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
