1.ანგარიშვალდებულ პირს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ , აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს , რომ ამ კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან / და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25- ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36- ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები .
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა : ა ) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის ( დოკუმენტის ) კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა ; ბ ) ინფორმაციის გავრცელება ერთი ჯგუფის წევრებს შორის , თუ ამ კანონის 30- ე მუხლის შესაბამისად დანერგილია ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა ; გ ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის , რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ერთი იურიდიული პირის სახელით ან მფლობელობის , მმართველობის ან შესაბამისობის კონტროლის ერთიანი სტრუქტურის ( სისტემის ) ქვეშ მოქმედი იურიდიული პირების სახელით ახორციელებენ ; დ ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “, „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის , რომლებიც ერთ პროფესიულ კატეგორიას განეკუთვნებიან , ერთსა და იმავე კლიენტთან და გარიგებასთან დაკავშირებით ; ე ) ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . გ “, „ ბ . დ “ და „ ბ . ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მცდელობა , გადაარწმუნოს კლიენტი , რათა მან უკანონო ქმედება არ განახორციელოს .
3.ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “−„ დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გაავრცელოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ , თუ ყველა შემდეგი პირობა დაკმაყოფილებულია : ა ) ინფორმაციის გავრცელების მიზანია უჩვეულო გარიგების შესწავლა , საეჭვო გარიგების გამოვლენა ან / და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა ; ბ ) ანგარიშვალდებულმა პირმა მიიღო გონივრული ზომები ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად ; გ ) სხვა იურისდიქციის კანონმდებლობა ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულის ეკვივალენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს .
4.ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ ბ “−„ დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის მითითებით შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონის 35- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურის მიერ ინფორმაციის ( დოკუმენტის ) გამოთხოვის შესახებ ან სამსახურის მითითებით ამავე კანონის 36- ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელება .
5.დაუშვებელია , ანგარიშვალდებულ პირს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის ამ კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის ( დოკუმენტის ) სამსახურისთვის წარდგენის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში .
6.ანგარიშვალდებულ პირს , მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება , რომელიც ამავე კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად ახორციელებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან / და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან რომელმაც ამავე კანონის 25- ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) ან რომელიც სამსახურის მითითებით ახორციელებს ამ კანონის 36- ე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს . ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული თანამშრომლის დაცვა მუქარისგან , დისკრიმინაციული მოპყრობისგან ან სხვა უკანონო ზემოქმედებისგან . თავი VII შესაბამისობის კონტროლი





