„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 11. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება
1. განსაზღვრული ვადით სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, თხოვების უფლებებთან) დაკავშირებული გარიგებების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის ღირებულებიდან, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.
2. უვადო სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ამ უფლებების წლიური ღირებულების სამმაგი ოდენობა.
3. მიბარების გარიგების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.
4. თუ სარგებლობის უფლება თავისი შინაარსით შეესაბამება რომელიმე სერვიტუტს, გარიგების ღირებულება განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
