„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 5. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
1. გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულება.
2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას გარიგების ღირებულებაა მისი საგნის (ნივთის ან უფლების) მხარეთა მიერ გაცხადებული ღირებულება.
3. გარიგების ან სამკვიდროს ღირებულების უცხოური ვალუტით გამოხატვის შემთხვევაში საზღაური გამოიანგარიშება გადახდევინების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსით უცხოური ვალუტის მიმართ.
4. მხარეთა მიერ საგნის (ნივთის ან უფლების) აშკარად შეუსაბამო ღირებულების გაცხადების შემთხვევაში, გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგნის (ნივთის ან უფლების) საბაზრო ღირებულება.
5. ნოტარიუსს უფლება არა აქვს მოსთხოვოს სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელ პირს გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
