„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 18. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებისათვის საზღაურის ოდენობა
1. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის შექმნასთან ან რეორგანიზაციასთან დაკავშირებული გარიგებების, სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების, აგრეთვე იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის საფუძველზედაც ხდება სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის წილის გასხვისება, საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245
