„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 20. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა
1. სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის ორგანოს კრების (სხდომის) მიმდინარეობისა (მათ შორის, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით) და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვრება ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245
