„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
Статья 4. საზღაურის გადახდევინების ვადა
1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე.
3. ნოტარიუსი ვალდებულია: ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმედებათა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები; ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გადახდილი საზღაურის ოდენობა.
4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი; გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამართი; დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდენობა; ვ) ამ კანონის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზღაურის გადახდევინება.
5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანოტარო საქმის წარმოებას.
6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგილას. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245 თავი II გარიგების ღირებულება
