1.საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ბ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018); გ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ. 1 1 . საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“. 1 2 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ; გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ; ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ; ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ; ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი; თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ. 1 3 . საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება. 1 4 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლ ის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გამოცემა. 1 5 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ბრძანება „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“. 1 6 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე გამოსცეს ბრძანება „სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის დამტკიცების შესახებ“. 1 7 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე: ა) გამოსცეს ბრძანება „ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“; ბ) უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 1 8 . საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.
2.(ამოღებულია).
3.ამ მ უხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები.
4.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.517 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1642 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1399 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი XIII. დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183
