წყლის რესურსების მართვის შესახებ
Статья 37. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2026 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების მიღება: ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“; ბ) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“; გ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“; დ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; ე) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“; ვ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“; ზ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; თ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; ი)„ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; კ) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; ლ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“; მ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“; ნ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“; ო) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“.
