საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 102^4. (ამოღებულია)
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4960 – ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6156 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა 1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს ძაღლის/კატის მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), − გამოიწვევს ძაღლის მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
