1.შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა, რომელიც არ მოიცავს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2.შინაური ბინადარი ცხოველების კერძო თავშესაფრის, შინაური ბინადარი ცხოველების საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3.შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით − გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზიის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. მუხლი 104. ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4611 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.



