1.სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას 2. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.
3.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
4.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
5.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
6.იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
7.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
8.ამ მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, როდესაც: ა) მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას.
9.იმ პირის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. შენიშვნა:
1.პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.
2.პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს მძღოლი, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია. თუ შემოწმების შედეგად დადასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი ან იგი ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებს, პოლიციელი ვალდებულია სამართალდამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს.
3.უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.
5.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .
6.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .
7.(ამოღებულია - 17.12.2025, №1343) .
8.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.
9.ამ მუხლის მე-3, მე-5, მე-6 ან მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
10.ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში ეთანოლის 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირებით გამოვლინდა, მძღოლს უფლება აქვს, ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისთვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანო ხელმძღვანელობს ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის ტოქსიკოკინეტიკის შესწავლის საფუძველზე დადგენილი მონაცემებით, რომელთა თანახმად, ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის კონცენტრაცია ყოველ 1 საათში 0,15 პრომილეთი მცირდება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2456 – სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.394 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4687 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1343 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.



