საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 116^6. პარაპლანით არაკომერციული ფრენის, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელება
1. პარაპლანით არაკომერციული ფრენის, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
