საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 116^5. პარაპლანით კომერციული ფრენის სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა განხორციელება
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
1. პარაპლანით კომერციული ფრენის სერტიფიცირებული საფრენი ადგილის მიღმა განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
