საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ხეტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2.უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
4.ხეტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ მუხლის მე-6−მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და ხეტყის კონფისკაციით ან უამისოდ.
5.(ამოღებულია - 13.05.2025, №566) . 5 1 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 5 2 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).
6.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.
7.ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.
8.სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესების დარღვევით ტრანსპორტირება ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა:
1.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხეტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და იგი გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და აღნიშნულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენის (საჭაპანო ტრანსპორტის შემთხვევაში მისი სარეგისტრაციო მოწმობის წარმოდგენა არ მოითხოვება) ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მათ შორის, უშუალოდ ტრანსპორტირებისას) არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან რომელიც იმავე დადგენილებით განსაზღვრული წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილია დაათვალიეროს პირველადი გადამუშავების ადგილები, გააჩეროს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 – სსმ I, №67,09.12. 2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5594– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №797 – ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1100 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №566 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Para 5 repealed; paras 6 & 7 reformulated: transport of timber without documentation/marking within municipal boundaries (incl. private land) — 500 GEL with confiscation; repeat offense 1000 GEL.
акт об изменении №6495813Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.