რადიოსატრანსლაციო კვანძის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა), მისი სიმძლავრის მიუხედავად, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე. რადიოსატრანსლაციო წერტილის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა) მიუხედავად იმ რადიოსატრანსლაციო კვაძის უწყებრივი კუთვნილებისა, საიდანაც იგი იდგმება, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 141. რადიოდანადგართა მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე
Редакция №639 Сверено с действующей редакцией · 24 июн. 2026 г.
