საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 155^6. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა
1. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარეშე რეალიზაცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, რომლის დასახელება, შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე, ან საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე ისეთი სიტყვის, აბრევიატურის, ნიშნის, გამოსახულების, გრაფიკის ან ციფრის გამოყენება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით.
