საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 171^2. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა
Редакция №627 Сверено с действующей редакцией · 23 июн. 2026 г.
1. თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან/და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3136 – სსმ I, №32, 22.12.2003წ., მუხ.234 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
