Статья 13. სპონსორობა
ამ კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დასპონსორებული – შესაბამისად, რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. სპონსორს უფლება არა აქვს, ჩაერიოს რეკლამის მწარმოებლისა და რეკლამის გამავრცელებლის საქმიანობაში. სპონსორობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომლის ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია ამ კანონით. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მწარმოებლის, იმპორტიორისა და რეალიზატორის მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი (ანუ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საშუალებით) სპონსორობა. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №462 - სსმI, №27, 17.07.2000წ., მუხ.84 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №942 - სსმI, №2, 16.01.09წ., მუხ.5 საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №860 - ვებგვერდი, 30.05.2017წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
რეკლამის შესახებ
