საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 174^15. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება
1. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისათვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადების გასაკეთებლად, ანდა აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3. საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რასაც შედეგად მოჰყვა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურის გასვლა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. შენიშვნა:
