3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი (გარდა ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალისა), ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3 1 . შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.