1.სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
3.დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
4.ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
5.დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.
6.ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, ან ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №712 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი