1.აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; დ) , რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი; ზ) , რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით; თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ი) , რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება; კ) . 1 1 . აკრძალულია, და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს: ა) , რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს; ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის; გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება; დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება; ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია.
