საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 185. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებულება №2855 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990 წ., მუხ.270 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №318 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ.26 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2952 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.105 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3382 – სსმ I, №24, 29.06.2006წ., მუხ.190 მუხლი 185 1 . პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1388 – სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.106 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2321 – სსმ I, №46, 22.12.2009წ., მუხ.353 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2951 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.129 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664 – ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1960 – ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5102 – ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №946 – ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1268 – ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 185 2 . ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა სამშობიარო ან სხვა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ბავშვის დაბადების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1388 – სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.106 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
