2. ამ კოდექსის 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 2 მუხლით, 125 3 მუხლის მე-4−5 3 ნაწილებით, 125 4 მუხლით, 135 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 146 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 2 1 . ამ კოდექსის 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119 1 და 152 4 –152 9 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 156 2 და 156 4 მუხლებითა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
3. თუ ამ კოდექსის 55 2 , 55 5 , 55 6 , 64 2 , 77 1 , 103-ე, 103 2 და 103 3 მუხლებით, 103 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134 1 , 135-ე–135 5 , 148-ე და 150 1 –150 3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 , 151 2 , 152-ე, 152 2 –152 9 , 153 4 , 153 9 , 156 2 , 156 4 , 158 3 და 158 4 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159 1 მუხლებითა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 55 2 , 55 5 , 55 6 , 64 2 , 77 1 , 103-ე, 103 2 და 103 3 მუხლებით, 103 4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125 2 მუხლით, 125 3 მუხლის მე-4−5 3 ნაწილებით, 125 4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134 1 , 135-ე−135 5 , 146 1 , 148-ე და 150 1 −150 3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 , 151 2 , 152-ე და 152 2 –152 9 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4 მუხლით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 9 , 158 3 და 158 4 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159 1 მუხლებითა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №956 – სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.330 საქართველოს 2009 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1812- სსმ I, №30, 02.11.2009წ., მუხ.187 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4067 – სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.457 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4451 – ვებგვერდი, 25.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4464 – ვებგვერდი, 05.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4735 – ვებგვერდი, 22.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5097 – ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2998 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4788 – ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1118 – ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2261 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2389 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3154 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 სექტემბრის კანონი №3567 – ვებგვერდი, 26.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4146 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4608 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4609 – ვებგვერდი, 30.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4750 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5295 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5297 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6879 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7067 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №969 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1190 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1522 – ვებგვერდი, 13.05.2022წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2483 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2814 – ვებგვერდი, 16.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 20 სექტემბრის კანონი №3480 – ვებგვერდი, 09.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4453 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №284 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №907 – ვებგვერდი, 09.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.