3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.
4. ნივთების, სანადირო და თევზჭერის იარაღების, მოპოვებული პროდუქციის და სხვა საგნების გასინჯვა წარმოებს, როგორც წესი, იმ პირის თანდასწრებით, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაშია ისინი; გადაუდებელ შემთხვევებში აღნიშნული ნივთები, საგნები შეიძლება გაისინჯოს მესაკუთრის (მფლობელის) გარეშე, ორი დამსწრის მონაწილეობით.
6. საბაჟო ორგანოში პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა წარმოებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით . საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №753 – სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3409 – სსმ I, №5, 04.03.2004წ., მუხ.18 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1768 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.253 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4258 – სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.418 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №620 – სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ.226 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4429 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4958 – ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 – ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3538 – ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1621 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.