საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 254. კანონიერი წარმომადგენლები
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული იმ პირისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვის უფლება, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო თვითონ არ შეუძლიათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე განახორციელონ თავიანთი უფლებები, აქვთ მათ კანონიერ წარმომადგენლებს (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები, მხარდამჭერები, სპეციალური მოსარჩელე). საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3345 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3709 – ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6825 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
