1.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს: ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დადგენილება ძირითადი ადმინისტრაციული სახდელისა და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულად დადების შესახებ − მომჩივნის სურვილით, ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის ან დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის გასაჩივრებისთვის დადგენილი წესით; ა 1 ) (ამოღებულია - 17.03.2026, №1400) ; ბ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან); გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში; დ 1 ) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, − სასამართლოში; ე) (ამოღებულია - 21.09.2023, №3538) . შენიშვნა: თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება არ საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) და საჩივრდება უშუალოდ სასამართლოში.
2.საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივარი 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზედაც არის შეტანილი და რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს იგი. 2 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანება უშუალოდ ან დისტანციურად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2 2 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების/გადაწყვეტილების რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი შეიტანება უშუალოდ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
3.პირს, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.
4.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება მიღებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებაზე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს დადგენილება.
6.სააპელაციო სასამართლოში საჩივარი დასაშვებია, თუ: ა) იდენტურ სამართლებრივ საკითხზე არ არსებობს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა; ბ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან; გ) ამ საჩივრის განხილვის შედეგად სავარაუდოა მოცემულ საქმეზე იდენტურ სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სააპელაციო წესით განხილვისას არ იკვლევს ამ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს, გამოიყენა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ან/და რამდენად სწორად განმარტა მან კანონი.
8.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/გამოწერილი საჯარიმო ქვითრის უკანონობის ან/და დაუსაბუთებლობის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლოში ეკისრება აპელანტს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6090 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/7/779 – ვებგვერდი, 24.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5927 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1921 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1748 – ვებგვერდი, 24.06.2026წ.



