გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ
Статья 26. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 1 1 . სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
2. ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას.
3. სამართალდამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.
4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს დეპარტამენტი.
5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №795 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
